“ჩემს 20-წლიან ისტორიას ვასრულებ” – მაია ასათიანი რუსთავი 2-ს ტოვებს

მაია ასათიანი რუსთავი 2-ს ტოვებს. იხურება მისი გადაცემა “პროფილი”.

პრომო ვიდეოში ასათიანი ამბობს, რომ ტელევიზიაში სიმართლეს ვეღარ ხედავს.

“დღეს მე აქ, ამ არხზე, ჩემს 20-წლიან ისტორიას ვასრულებ. ბოლო გავდივარ, იმიტომ რომ აქ იმ სიმართლეს, წლების წინ მთელი საქართველოს მთავარი იმედი რომ იყო, ვეღარ ვხედავ. დღეს ბოლო პროფილია”,– ამბობს მაია ასათიანი.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც რუსთავი 2–მა რეორგანიზაცია გამოაცხადა, ის და PRIME TIME ერთ ჰოლდინგად ჩამოყალიბდა.