ჩემ მიერ ქართველ ხალხზე მიცემული დაპირება შესრულებულია – შალვა ნათელაშვილი კონგრესმენების ანგარიშზე

“დადგა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური აღსასრული”- განაცხადა ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა. მისი თქმით კონგრესმენების ანგარიშით ნათელაშვილის  მიერ ხალხისთვის მიცემული პირობა შესრულდა.

“ჩემ მიერ ქართველ ხალხზე მიცემული დაპირება შესრულებულია. დადგა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური აღსასრული. ამერიკის შეერთებული სტატების კონგრესში გაკეთებული დასკვნით, ბიძინა ივანიშვილი სავსებით სამართლიანად მიჩნეულია პრეზიდენტ პუტინის თანამოაზრედ“,- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.