ჩეხეთის რესპუბლიკის სენატმა უკრაინაში რუსეთის ქმედებებს გენოციდი უწოდა

ჩეხეთის რესპუბლიკის სენატმა უკრაინაში რუსული არმიის მიერ ჩადენილი დანაშაულები უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. ინფორმაციას უკრაინის ელჩი პრაღაში, ევგენ პერებიინი Twitter-ზე ავრცელებს.

“ჩეხეთის სენატმა ახლახან გენოციდად აღიარა დანაშაულები, რომლებსაც რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში სჩადიან. მიღებული რეზოლუცია ჩეხეთის რესპუბლიკის მხრიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მხარდაჭერას გულისხმობს”. – წერს ელჩი.

მან ასევე, საკუტარ ტვიტს,  დაურთო ჩეხეთის პარლამენტის ზედა პალატის რეზოლუცია, სადაც საუბარია კიევისთვის იარაღის მიწოდებით შემდგომ მხარდაჭერასა და უკრაინის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მოპოვებაზე.