ჩეხეთი 4 ათას უკრაინელ სამხედროს გაწვრთნის

ჩეხეთი 4 ათას უკრაინელ სამხედროს გაწვრთნის – ამის შესახებ ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა იანა ჩერნოხოვამ განაცხადა, იუწყება  Ceske Noviny.

16 ნოემბერს გამართულ სხდომაზე ჩეხეთის მთავრობა დაეთანხმა ქვეყანაში 4000 უკრაინელი სამხედროს დარჩენას და წვრთნას.

უკრაინელი სამხედროების წვრთნა ჩეხეთის რესპუბლიკაში 2023 წლის ბოლომდე ხუთი ოთხკვირიანი როტაციის ფარგლებში იგეგმება, რომელთაგან თითოეულში 800-მდე სამხედრო მოსამსახურე იქნება ჩართული.