ჩვენთვის გაუგებარია, რისთვისაა საჭირო საზოგადოებრივი კომიტეტი – ნონიაშვილი სააკაშვილზე

ფოტო : ევროპული საქართველო

“ჩვენთვის გაუგებარია, რისთვისაა საჭირო საზოგადოებრივი კომიტეტი “- აცხადებს, ”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ნონიაშვილი ყოფილ პრეზიდენტზე საუბრისას რითიც, მიხეილ სააკაშვილის მიმართვას ეხმაურება.

”ჩვენთვის, ევროპული საქართველოსთვის ჯერჯერობით გაუგებარია ეს საზოგადოებრივი კომიტეტი როგორ იფუნქციონირებს და ვინ მიიღებს მასში მონაწილეობას, თუ ეს საზოგადოებრივი იქნება, პოლიტიკური პარტიები როგორ მონაწილეობენ თუნდაც. როგორც არ უნდა იყოს, ევროპული საქართველო ყოველთვის აპროტესტებდა ქვეყანაში პოლიტიკურ დევნას და ცდილობდა პოლიტიკური მძევლების დაცვას და მომავალშიც გააგრძელებს პოლიტიკური დევნის წინააღმდეგ ბრძოლას, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მძევლობის მიმართაც. თუმცა, ჩვენთვის გაუგებარია, რისთვის არის საჭირო რაიმე ტიპის საზოგადოებრივი კომიტეტი იმისათვის, რომ პოლიტიკური დევნის წინააღმდეგ ვიბრძოლოთ. ევროპული საქართველოს შემთხვევაში წარსულშიც ასე იყო, აწმყოშიც და მომავალშიც ასე იქნება, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მიმართაც” – ამბობს ნონიაშვილი.