ჩვენთვის დავით გარეჯი ნამდვილად არ არის სასაცილო, გაოცებული ვარ ბატონი კუბილიუსის კომენტარით – თალაკვაძე

ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რომ დავით გარეჯის და ნებისმიერი ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის საკითხი სასაცილოდ მოიხსენიოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ დავით გარეჯთან დაკავშირებით ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის მოსაზრების შეფასებისას განაცხადა.

სი თავის განცხადებებზე განმარტებებს გააკეთებს. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რომ დავით გარეჯის და ნებისმიერი ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის საკითხი სასაცილოდ მოიხსენიოს“,-აცხადებს თალაკვაძე.

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დავით გარეჯის საქმეს ეხმაურება და წერს: „საქართველოს ხელისუფლებამ “აზერბაიჯანისთვის მიწის უკანონო გადაცემისთვის” ორი საჯარო მოხელე დააკავა. შენიშვნისთვის – აღნიშნული მოვლენები ჯერ კიდევ 2007 წელს მოხდა. სასაცილოა. “ქართული ოცნება” პოლიტიკურ ოპოზიციას იმის გამო ადანაშაულებს, რომ რეალური პრობლემებიდან – პანდემიის მიმართ ცუდი რეაგირებისა და შეჩერებული ეკონომიკისგან – ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს“.