“ისტორიული არჩევნები იქნება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ბედს გადაწყვეტს და არა იმას, თუ ვინ დაიკავებს მინისტრის თანამდებობას. ეს არის არჩევნები იმის შესახებ ქვეყანას ექნება ევროპული მომავალი, თუ ქვეყანა რუსეთის პერიფერია გახდება. შესაბამისად, მთელმა ოპოზიციამ ამის გათვალისწინებით უნდა იმსჯელოს და ნაბიჯი კონსოლიდაციისკენ გადადგას. ჩვენ ამისთვის მზად ვართ! ჩვენ ყველა წინა არჩევნებში მთავარი მოთამაშე ვიყავით და დღესაც პოლიტიკურ ველზე მთავარი პროდასავლური ოპოზიციური პოლიტიკური გუნდი ვართ. ბუნებრივია, ჩვენი ვალია სხვა ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობით და კონსოლიდაციით არჩევნებამდე მივიდეთ და შემდეგ კოალიციური მთავრობის შექმნა შევძლოთ – ეს არის წარმატებისა და გამარჯვების ფორმულა. შესაბამისად, ეს არის ქვეყნის გადარჩენის ფორმულა”,

აცხადებს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.