ჩვენი ვარაუდით არც ერთი დაკარგული აღარ არის და სამძებრო სამუშაოები შეჩერდება – გომელაური

ჩვენი ვარაუდით არც ერთი დაკარგული აღარ არის და სამძებრო სამუშაოები შეჩერდება – ამის შესახებ, შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“ჩვენი ვარაუდით დაკარგული უკვე არც ერთი ადამიანი აღარ არის და სამძებრო სამუშაოები შეჩერდება. მშენებლები ვარაუდობენ, რომ კიდევ შეიძლება მოხდეს საფრთხე და შენობის ნაწილი ჩამოიშალოს, ხედავთ, რომ სინკარები, ბეტონები გადმოწეულია და სანამ არ მოხდება მშენებლების შეკრება, იმსჯელებენ, როგორ უნდა მოხდეს ბეტონების ჩამოხსნა, ექვემდებარება თუ არა დემონტაჟს, მშენებლები გადაწყვეტენ” – განაცხადა გომელაურმა.