ჩვენი მეგობრის, ნიკა მელიას დაკავებამ განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია – ტუსკი

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება და შეშფოთებას გამოთქვამს.

“ნუ დავივიწყებთ ჩვენს მხარდაჭერას პრო-ევროპული და დემოკრატიული ძალების მიმართ უკრაინაში, ბელარუსსა და საქართველოში. უახლესი მოვლენები თბილისში – ჩვენი მეგობრის, ნიკა მელიას და კოლეგების დაკავება განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. ჩვენ ვერ დავტოვებთ მათ მარტო საქართველოს ისტორიის ამ კრიტიკულ მომენტში”, – წერს ტუსკი Twitter-ის საკუთარ გვერდზე.