ჩვენი მოთხოვნაა, დუყოვნებლივ დააკავონ პოლიციელი, რომელმაც იძალადა შშმ პირზე – ხატია დეკანოიძე

ჩვენი მოთხოვნაა, დუყოვნებლივ დააკავონ პოლიციელი, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და იძალადა შშმ პირზე – ამის შესახებ „ნაციონლური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ძალიან რთული ემოციების გარეშე ვისაუბროთ იმ შოკისმომგვრელ კადრებზე, რომელიც გავიდა ძალიან ბევრი საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით. მხედველობაში მაქვს, პოლიციელის მიერ არაადამიანური ძალადობა, არაადამიანური მოპყრობა შშმ პირის მიმართ და ამ ადამიანის სისასტიკე, რომელიც უნდა წარმოადგენდეს მუნდირის ღირსებას, ამ დროს ჩვენ ვხედავთ საპირისპიროს. ძალიან რთულია ისაუბრო ემოციების გარეშე, თუ როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში თითოეული ჩვენთაგანი და პირველ რიგში, ის ადამიანი, რომელსაც არაერთხელ უსაუბრია პოლიციის ძალადობის შესახებ, მაგრამ ყველაზე უფრო რთული, შოკისმომგვრელი არის თვითონ სისტემის დამოკიდებულება ამ ფაქტის მიმართ. როდესაც სისტემას ყოფნის თავხედობა და უტიფრობა, რომ თურმე გამოძიება დაწყებულია და ამ გამოძიების შედეგად დადგინდება ჭეშმარიტება.

მინდა შევახსენო თითოეულ ადამიანს, რომელიც დღეს ხელმძღვანელობს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხელმძღვანელობს ძალიან მნიშვნელოვან უწყებას, რომელიც უნდა წარმოადგენდეს ქვეყნის უსაფრთხოების მთავარ ღერძს, ადამიანის უფლებების დამცავ ღერს, ამ დროს ვიღებთ საპირისპიროს. ეს ღერძი თავიდან ბოლომდე არა თუ მოშლილია, არამედ მოძალადე, დამნაშავე პოლიციელი ამ დრომდე დაკავებული არ არის, როდესაც ყველა ადამიანმა ნახა ეს შოკისმომგვრელი კადრები. სისტემა არის ჩამოშლილი, სისტემა არ სჯის ადამიანებს, პოლიციელებს, ვინც ჩადის დანაშაულს. ალბათ, ხვალ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გამოვლენ და იტყვიან, რომ პოლიციის მხრიდან სისასტიკე ხდება ყველა ქვეყანაში, მაგრამ პოლიციის მხრიდან სასტიკ დანაშაულს მოჰყვება ადეკვატური რაეგირება ყველა იმ სახელმწიფო უწყების მხრიდან, რომელიც უნდა იცავდეს ადამიანის უფლებებს. საქართველოში „ქართული ოცნების“ პირობებში, ეს ყველაფერი არის მოშლილი.

ჩვენი მოთხოვნაა და ალბათ, საზოგადოების ყველა წევრის მოთხოვნაც, რომ სასწრფოდ, დუყოვნებლივ დააკავონ ის პოლიციელი, რომელმაც ჩაიდინა განზრახ ძალადობა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და იძალადა შშმ პირზე. ასევე, დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს და პასუხისმგებლობა დადგეს იმ ადამიანის, ვის განყოფილებაშიც და დანაყოფშიც შედიოდა ეს ადამიანი. ზოგადად, გავიაზროთ სად ვცხოვრობთ, რატომ არის სისტემა თავგასული და რატომ ხდება, რომ პოლიციის მხრიდან ჩვენი დაცვის ნაცვლად, გვხვდება ის სისასტიკე, რომელმაც ალბათ თითოეული თქვენთაგანი შეძრა და შეძრა ძალიან მცირე ხნით სოციალურ ქსელში, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი განვითარებას ჰპოვებს, თუ ეს ადამიანები არ დაისჯებიან ძალიან მკაცრად“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.