ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობა რამდენჯერმე მეტი იყო – კობახიძე ენმ-ს აქციაზე

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს საზოგადოებამ დაინახა “სად არის ნამდვილი ძალა”.

მისი თქმით, მმართველი პარტიის აქციაზე ხალხის რაოდენობა რამდენჯერმე მეტი იყო, ვიდრე ნაციონალური მოძრაობის აქციაზე.

“ციფრს არ ვიტყვი, მაგრამ რამდენჯერმე მეტი იქნა მობილიზებული ჩვენს შეკრებაზე ოპონენტებთან შედარებით. რამდენჯერმე მეტი რამდენია ჯერ თავისი დათვალონ და შემდეგ ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობა ამ შეკრებაზე”,– ამბობს კობახიძე რუსთავი 2-ის ეთერში.

მანვე აღნიშნა, რომ ამ აქციის მიზანი ძალის დემონსტრირება იყო.

ცნობისთვის, დღეს მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ თბილისში აქცია ჩაატარა.