“საქმე გვაქვს პოლიტიკურ მანიპულაციებთან და ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ საქართველოს პარლამენტს კონსენსუსზე დაფუძნებული ერთიანი რეზოლუცია მიეღო. ტექსტში, რომელიც ხელისუფლებამ შეიყვანა, მთავარი პათოსი იყო ის, რომ ჩვენი პოზიციაა, არ იყოს დაშვებული სიტუაციის შემდგომი ესკალაცია, ნაბიჯები იყოს გადადგმული პრევენციისკენ და ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ომი, სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრა და მისი ფუნდამენტური საერთაშორისო უფლებების დარღვევა. ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე, სუვერენიტეტზე, ღია კარის პოლიტიკაზე, სუვერენულ უფლებაზე ავირჩიოთ ჩვენი ალიანსები – ამ ყველაფერზე საუბარია რეზოლუციაში. ჩვენ არ გვეშინია მკაფიო პოზიციის დაფიქსირების – ეს რომ ასეა, ფაქტებით არის დადასტურებული”

ამის შესახებ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკანიანმა, პალიტრანიუსის გადაცემაში საუბრისას განაცხადა.