ჩვენი რეზოლუცია წლებზეა გათვლილი, 10 წლის მერეც ექნება წონა – ხელაშვილი

ქართული ოცნების დეპუტატი, გიორგი ხელაშვილი ამბობს, რომ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელიც მათ შეიმუშავეს და რუსეთი არ ახსენეს, წლებზეა გათვლილი.

მისი მტკიცებით, ოცნების რეზოლუციას 10 წლის შემდეგაც პოლიტიკური წონა ექნება.

“რეზოლუცია მიერმართება გაცილებით უფრო ფართო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, დასავლეთ-აღმოსავლეთის ურთიერთობის საკითხებს. საპარლამენტო რეზოლუცია არის ძალიან მნიშვნელოვნი დოკუმენტი, რომელსაც სიცოცხლის ხანგრძლივობა, გამოყენების ვადა არ აქვს განსაზღვრული.

შესაბამისად, 1, 5 და 10 წლის მერეც კი მას ექნება მნიშვნელოვანი პოლიტიკური წონა, ამიტომ ჩვენი პასუხისმგებლობა იყო ის, რომ ეს დოკუმენტი ყოფილიყო გათვლილი წლებზე და არა მიმდინარე მომენტის პოლიტიკურ კონიუნქტურაზე”,– ამბობს ხელაშვილი TV იმედის ეთერში.