“ჩვენი სამხედროები ნაბიჯ-ნაბიჯ ათავისუფლებენ დონბასის მიწას“-პუტინი

რუსი სამხედროები მკაფიოდ ასრულებენ ყველა ამოცანას და ნაბიჯ-ნაბიჯ ათავისუფლებენ დონბასის მიწას – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა დღეს ფორუმის – „არმია 2022“-ის გახსნისას პადმასკოვიეში მდებარე პარკ “პატრიოტში.“

„დღეს, სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, ჩვენი სამხედროები დონბასელ მებრძოლებთან ერთად ღირსეულად ასრულებენ თავის მოვალეობას, იბრძვიან რუსეთისთვის, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მშვიდობიანი ცხოვრებისთვის. მკაფიოდ ასრულებენ ყველა დასახულ ამოცანებს და ნაბიჯ-ნაბიჯ ათავისუფლებენ დონბასის მიწას“ ,- განაცხადა პუტინმა.

პუტინმა თქვა, რომ რუსი სამხედროები ყველა დროში მყარად იდგნენ სამშობლოს სუვერენიტეტის და უსაფრთხოების სადარაჯოზე და თავისუფლება მოჰქონდათ სხვა ხალხებისთვის.

რუსეთის პრეზიდენტმა რუს იარაღის მწარმოებლებს მადლობა გადაუხადა “არმიის და ფლოტის აღჭურვისთვის თანამედროვე იარაღით, რომელიც დღეს გამარჯვებითვის მუშაობს“.

პუტინმა ასევე თქვა, რომ რუსეთი აფასებს და უფრთხილდება კავშირებს ლათინური ამერიკის, აფრიკის და აზიის ქვეყნებთან. მისი თქმით, რუსული იარაღი მთელ მსოფლიოში დაფასებულია და რუსეთი მზად არის ის საკუთარ პარტნიორებს შესთავაზოს, რომლებთანაც სამხედრო–ტექნიკური თანამშრომლობის განვითარებას აპირებს.