“დღეს მოვისმინე საქართველოს პრეზიდენტის განცხადება, რომელიც მიიჩნევს, რომ ჩვენ მოვაწერთ რაიმე სახის სამშვიდობო ხელშეკრულებას რუსეთთან. ამბობს, რომ ჩვენ უნდა შევიყვანოთ ამ შეთანხმებაში საქართველოს ის ნაწილი, რომელიც 2008 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ იყო ოკუპირებული. მაგრამ როდესაც მარტში ქართველ ძმებს ვუთხარი: მოდით დაგვეხმარეთ და ერთად ვიმუშაოთ, საქართველოს ხელისუფლება დუმდა. თანაც შენიშვნაც მომცეს, თითქოს მათ საქმეებში ვერევი.

ახლა კი სურს ჩვენს გამარჯვებას მოეჭიდოს და მიიჩნევს, რომ ეს საჭიროა. შეიძლება ეს საჭიროცაა, მაგრამ ამასთან ჩვენს მოქალაქეებს ადამიანურად უნდა მოექცეთ. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე სააკაშვილი ციხეშია. გამოიჩინეთ მცირე პატივისცემა მაინც, რომ არ დასცინოთ უკრაინის მოქალაქეს და გამოუშვათ ის კიევში. არ ვიცი რომელ სამყაროში ცხოვრობენ ისინი. ერთის მხრივ, ჩვენი სისხლით უნდათ დაიბრუნონ მიწა, მეორე მხრივ კი ჩვენს მოქალაქეებს დასცინიან. ეს უბრალოდ მიუღებელია”,

აცხადებს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი ალექსეი დანილოვი.