ჩვენი სტუდიები გადმოვა რუსთაველზე – ჟურნალისტები პარლამენტთან იკრიბებიან

ფოტო : ნიკოლოზ ურუშაძე

სანამ ღარიბაშვილი არ გადადგება, პროტესტს არ შევწყვეტთ, ჩვენი სტუდიები გადმოვა რუსთაველზე – განაცხადა, “პირველების” პოლიტიკური თოქ-შოუების ხელმძღვანელმა,  ინგა გრიგოლიამ და ასევე აღნიშნა, რომ პრემიერის გადადგომა აქციის მთავარ მოთხოვნად რჩება.

”სანამ არ გადადგება ღარიბაშვილი, პროტესტს გავაგრძელებთ. ღარიბაშვილთან ერთად პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ყველა პირს, ვინც მედიის წინააღმდეგ განხორციელებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას იღებდა. რა სიბინძურეები არ უნდა უგორონ ჩვენს კოლეგას, არაფერი გამოგივათ, ხალხო. მედია გამოიყვანეთ ქუჩაში. ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი, რომ საპროცესო მიტინგზე პოლიტიკურ მოთხოვნებს დავაყენებდი. იმის ნაცვლად, რომ ახლა ტელევიზიაში ვიყო და გადაცემებზე ვმუშაობდე, ვზივარ პარლამენტის კიბეებზე. არ შევალ სტუდიაში, ჩვენი სტუდიები გადმოვა აქ”- განაცხადა ინგა  გრიგოლიამ.