“ჩვენი ხელისუფლება იქნება გამარჯვებულის მხარეს. ეს არის მათი პოლიტიკა. მათ როგორ უნდათ, იცით? მათ უნდათ გეოგრაფიულად დასავლეთთან ყოფნა, რადგან იქ არის მეტი კეთილსდღეობა, კარგია, ანგარიშები იქ აქვთ და ა.შ., მაგრამ მმართველობითი სისტემა რუსულ მოდელზე აქვთ მოწყობილი. ბოდიში და, უნდათ, რომ ერთი ადგილი დასავლეთში გაითბონ, მაგრამ მენტალურად არიან რუსეთში, ასეთი ხალხია, ამათგან არჩევანს რანაირად ელოდებით. ისინი ასე ფიქრობენ – დიდი ბიძიები ჩხუბობენ, ვინც გაიმარჯვებს იმის დროშას აღვმართავ. პუტინი გაიმარჯვებს? დავიძახებ, გაუმარჯოს წითელ არმიას! აბსოლუტურად არანაირი პრობლემა არ აქვთ, ეს ხომ არ არის ის ხალხი, ვისაც ფასეულობათა სისტემა აქვს. დასავლეთი არ არის გეოგრაფიული არ არჩევანი, ფასეულობათა არჩევანია და რომელ ფასეულობას აღიარებს ჩვენი ხელისუფლება? ერთი მითხარით – არცერთს”

ამბობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი TV კავკასიის ეთერში.