“2012 წელს ახალი შეცვლილი იყო ხელისუფლება, მახსოვს, უმაღლეს დონეზე კეთდებოდა განცხადებები, იყო ბაროზოს, იგივე რიშის, მისი კოლეგა სენატორების, ევროპარლამენტარების განცხადებები და ა.შ იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ხელისუფლებას არცერთი პოლიტიკოსისთვის ხელი არ უნდა მოეკიდა. 2012-2013 წელს ხდებოდა ეს ყველაფერი. ხელი არ მოკიდოთ არავისო… უამრავი ჩადენილი იყო ჩადენილი იმ ხელისუფლების მიერ და პირდაპირ გვიკრძალავდნენ კანონის აღსრულებას, პირდაპირ. თუმცა, რა თქმა უნდა, ამას არ გავყევით არც მაშინ და არც დღეს არ გავყვებით.

როდესაც დამნაშავეზე გეუბნებიან რომ არ უნდა დაისაჯოს, თურმე არ ვიმსახურებთ, ჩვენ ქვეყანა არ ვართ, სახელმწიფო არ ვართ, თუ რა არ ვართ?! ჩვენ არ ვიმსახურებთ სამართლის უზენაესობას?! თუ მარტო განვითარებული ქვეყნების ფუფუნებაა კანონის უზენაესობა?! კანონი ამ ქვეყანაში არ უნდა აღსრულდეს?! 2012 წელსაც, 2013 წელსაც ამას ითხოვდნენ, წელსაც ამას ითხოვდნენ და შუაშიც ასე იყო, მაგრამ სადაც კანონი არის აღსასრულებელი, ყველგან აღსრულდება, რადგან ეს არის სახელმწიფო”

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო პარტნიორების საპასუხოდ.