ჩვენ გავამხნევეთ პრემიერი, მან თქვა, საკმაოდ მხნედ ვარო – სოსო ფხაკაძე

დღეს პრემიერი გიორგი გახარია ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.

“ვისოლ ჯგუფისა” და საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, მათ გახარია გაამხნევებს, პრემიერმა კი უპასუხა, რომ მხნედ არის.

„ასეთ შეხვედრებს სიკეთის მეტი არაფერი მოაქვს. როცა, მით უმეტეს, ღია საუბარია და აბსოლუტურად გამჭვირვალე. ჩვენ ასევე გავამხნევეთ პრემიერი და როცა ვამხნევებდით პრემიერს, მან თქვა, რომ საკმაოდ მხნედ ვარო. კი, ჩვენ ვამხნევებდით, ბუნებრივია. მაგრამ პირდაპირ გვითხრა, რომ – გამხნევებული ვარ, კარგად ვარ, ფორმაში ვარ, – და ეს ძალიან ღირებულია ჩვენთვის, იმიტომ, რომ ჩვენ აბსოლუტურად არაორდინარულ გარემოში გვიწევს ცხოვრება და ეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, ყველას ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს და ამაზეც იყო საუბარი“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა გახარიასგან მიიღეს “100%-იანი დაპირება, რომ სახელმწიფო ლოკდაუნს არ აპირებს”.

ბიზნესკომპანიები ხელისუფლებისგან საშეღავათო პერიოდის კიდევ 6 თვით, 12 თვემდე გაზრდას ითხოვენ.