ჩვენ მხარს არ ვუჭერთ საგამოძიებო კომისიის შექმნას სააკაშვილის წამების ფაქტზე – ელისაშვილი

“ჩვენ მხარს არ ვუჭერთ საგამოძიებო კომისიის შექმნას სააკაშვილის წამების ფაქტზე ” – აცხადებს, პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, ექსპრეზიდენტის,  მიხეილ სააკაშვილის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.

“ჩვენ მხარს არ ვუჭერთ საგამოძიებო კომისიის შექმნას სააკაშვილის წამების ფაქტზე. კი, ცუდად მოექცნენ, უღირსად მოექცნენ, არაადამიანურად მოექცნენ სააკაშვილს იმ გადაყვანის დროს, მაგრამ წამება, ტანჯვა და მარტვილობა, ეს გაბუქება ძალიან მიუღებელია და შესაბამისად, ამას მხარს არ ვუჭერთ”, –  განაცხადა ელისაშვილმა.