ჩვენ სიყვარულით მოვდივართ, ჩვენ სათნოებით მოვდივართ, ეს არის ჩვენი რწმენა – ვოლსკი

დიდუბე-ჩუღურეთში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი, გია ვოლსკი ამბობს, რომ ქართული ოცნება რწმენა “სიყვარულით და სათნოებით მოდის”.

“მადლობა, რომელსაც ჩვენ გავცემთ, არის ძალიან მოკრძალებული და მადლობა, რომელიც საზოგადოებისგან უნდა მივიღოთ, არის სწორედ ის, რაც გაგვამხნევებს, რაც ფორმაში გვამყოფებს და რაც იმ სიყვარულს შეგვინარჩუნებს, რომელიც გაგვაჩნია. ჩვენ სიყვარულით მოვდივართ, ჩვენ სათნოებით მოვდივართ, ეს არის ჩვენი პრინციპი, ეს არის ჩვენი რწმენა და ვფიქრობთ, ამ რწმენით და ამ პრინციპით გავიმარჯვებთ”,- თქვა ვოლსკიმ თავისივე წარდგენაზე.

საპარლამენტო არჩევნები 2 დღეში, 31 ოქტომბერს გაიმართება.