ჩვენ ყოველ დღე ვასრულებთ სპეციალურ ლოცვებს საქართველოსთვის – პატრიარქი

ჩვენ ყოველ დღე ვასრულებთ სპეციალურ ლოცვებს საქართველოსა და მსოფლიოსთვის – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათალიკოს- პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა.

„ღმერთმა დაგლოცოთ! ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო და მსოფლიო! ჩვენ ყოველთვის, ყოველ დღე ვასრულებთ სპეციალურ ლოცვებს საქართველოსა და მსოფლიოსთვის, აგრეთვე ვლოცულობთ გარდაცვალებულთათვის. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სული! “- განაცხადა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა.