ჩვენ შევცვლით ხელისუფლებას – გახარიას პარტიის წევრი

პარტია “საქართველოსთვის” წევრის, ბექა ლილუაშვილის შეფასებით, ქართულმა ოცნებამ გამოაცხადა, რომ “მთავარია მელიასა და რურუას თავისუფლება”.

მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირება აღიარებაა, რომ ისინი არიან უკიდურესად შეშინებულები, ენმ-მ კი დაადასტურა, რომ იმიტომ არ მოაწერა ხელი შეთანხმებას, რომ ეს მმართველ პარტიას აწყობდა.

“პარტია საქართველოსთვის ვეუბნებით ნაციონალურ მოძრაობას და ქართულ ოცნებას, თქვენ დღეს საერთო ინტერესებით მოქმედებთ. მორჩით პოლიტიკურ თაღლითობას და გეყოთ სახელმწიფოსა და ჩვენი მოქალაქეების ბედით თამაშით. ჩვენს ხალხს კი ვეტყვით, თქვენთან ერთად კიდევ უფრო ვძლიერდებით მათი ამგვარი ქმედებებით.

მივუყვებით პარტიული მშენებლობის გეგმას, ვხდებით მხარდაჭერას მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენი მხარდაჭერა დიდი და მზარდია და მოქალაქეებთან ერთად გვექნება შთამბეჭდავი შედეგები თვითმმართველობის არჩევნებზე და შემდეგ ჩვენ შევცვლით ხელისუფლებას”, – ამბობს ლილუაშვილი.