ჩვენ ხელს ვუწყობთ ოპოზიციას, გააგრძელოს ზეწოლა, მხარს ვუჭერთ ოპოზიის ბრძოლას პარლამენტის შიგნით-აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმამაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის პარალელურად პრესკონფერენცია გამართეს და საქართველოს შესახებ ისაუბრეს. როგორც, ისინი აცხადებენ  საქართველო ახალი დემოკრატიაა, რომელიც ინსტიტუტებს დაახლოებით 20 წელია აშენებს და ეს პროცესი ჯერაც გრძელდება.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ამბობს, რომ ბოლო 30 წლის მანძილზე საქართველოში არაერთხელ ჩატარდა არჩევნები და  დარღვევები ერთი და იგივეა: ხმების მოსყიდვა, დაშინება, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, რაც იმით გამოიხატება, რომ საჯარო მოხელეები უზრუნველყოფენ ხმებს მოქმედი ხელისუფლებისთვის.

მათ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდეს ცვლილებებისთვის პარლამენტიდან იბრძოლონ და საარჩევნო დარღვევები კანონიერი გზებით გააპროტესტონ.

მდივნის წარმომადგენლებმა ასევე მიუთითეს, რომ აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი მასპინძლობს მოლაპარაკებებს ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის, სადაც ისინი ცდილობენ შექმნილი ჩიხიდან გამოსვლას.

“ევროკავშირის ელჩთან ერთად ყველა პარტიასთან შეხვედრებს ვუმასპინძლეთ, მათ შორის რამდენიმე შეხვედრას, რომელშიც ყველა პარტია ერთად მონაწილეობდა, რათა გვენახა შესაძლებელი იყო თუ არა მოლაპარაკების გზით გამოსავლის მოძებნა ჩიხიდან, იმიტომ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ოპოზიციის ბრძოლას პარლამენტის შიგნიდან ცვლილებებისთვის და არა კვლავ ბოიკოტს. მათი ასე ვთქვათ რეფლექსია ქუჩაში გასვლა და ბოიკოტი. ჩვენ მოვუწოდებთ მათ იბრძოლონ ცვლილებებისთვის შიგნიდან. თქვენ აგირჩიეს მხარდამჭერებმა იმისთვის, რომ შეხვიდეთ პარლამენტში და მოიტანოთ ცვლილებები. “

“როგორც ეუთომ, ისე სხვებმა არჩევნები შეაფასეს, როგორც კონკურენტული და წინა წლებთან შედარებით, რამდენიმე მიმართულებით შეინიშნებოდა გაუმჯობესებაც- ნაკლებად შეინიშნებოდა სიძულვილის ენა და იყო ნაკლები ძალადობრივი, აგრესიული თავდასხმა წინასაარჩევნო პერიოდში. ასევე, დაცული იყო გამოხატვის თავისუფლება და სხვა ფუნდამენტური უფლებები. თუმცა, დამკვირვებლებმა აღრიცხეს ხმების მოსყიდვის, დაშინების ფაქტები, რაც, სამწუხაროდ, საქართველოს არჩევნებს ხრავს ბოლო 30 წლის მანძილზე. ჩვენმა გუნდმაც გამოავლინა ეს ფაქტები. 

ჩვენ ხელს ვუწყობთ ოპოზიციას, გააგრძელოს ზეწოლა, რათა საარჩევნო დარღვევების შესახებ საჩივრების დაკმაყოფილებაზე სამართლებრივი გზებით იბრძოლოს, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა. სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი არ ენდობა სასამართლო სისტემას და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ისინი ინსტიტუტები განვითარების პროცესში მყოფი ინსტიტუტები არიან. ოპოზიციამ, მიუხედავად იმისა, რომ დარღვევები გაასაჩივრა, ვინაიდან არ ჰქონდათ მათი შესაბამისად განხილვის მოლოდინი, არჩევნების მეორე დღესვე მოითხოვა ხელახალი არჩევნები. 

თავდაპირველად ხმების დათვლის შედეგები უახლოვდებოდა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის [ISFED] პარალელური PVT დათვლის შედეგებს. შესაბამისად, არჩევნების დასრულების შემდეგ მყისიერად ცხადი არ ყოფილა, რომ არჩევნები საბედისწეროდ ხარვეზიანი იყო. რამდენად ცუდი იყო წინა სხვა არჩევნებთან შედარებით, სადაც ხელახლა ჩატარება არ მოუთხივიათ

ჩვენ კიდევ, ჩვენ მოვუწოდებდით ყველას, გამოეყენებინათ წლების განმავლობაში ნაშენები სამართლებრივი გზები საჩივრების განხილვისთვის”. – ითქვა სახელმწიფო დეპარტამენტში.