“ჩოგნის ჩემოდანს მირტყამდა”- ნეკა დოროყაშვილის ახალი ჩვენება ბასილაშვილზე

“ჩოგნის ჩემოდანს მირტყამდა” – ნეკა დოროყაშვილმა, რომელიც ყოფილ ქმარს, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ძალადობაში ადანაშაულებს, სასამართლოში ახალი ჩვენება მისცა.

გარდა იმისა, რომ ჩემოდანს მირტყამს, რომლის აწევა თვითონაც უჭირს იმიტომ, რომ საკმაოდ მძიმეა, შემდეგ ხელს აყოლებს და ტანითაც მეცემა ზემოდან. შესაბამისად, იყო კითხვა რატომ გამეთიშა ტელეფონი. ამხელა ჩოგნის ჩანთის ჩარტყმის შემდეგ და მერე თვითონ ამხელა დაგეცემა, ბუნებრივია, ინსტინქტია შენი, როდესაც გირტყამენ, ხელს იფარებ და ითიშება ეს კადრი… ისმის კიდეც ვიდეოში “შე ნაბი*ვაროო”, მეუბნება. […]კარტას ნიკოლოზი აკონტროლებდა, ამის გარეშე ნიკოლოზი, რა თქმა უნდა, ვერ ხდებოდა კარტის გამოყენება და ფინანსების განკარგვა. როდესაც ჩვენ შორის მოხდებოდა ნებისმიერი კონფლიქტი, ის მიბლოკავდა ამ კარტას და ყველაზე რთული ის იყო, რომ ბლოკავდა კარტას ჩემი დასჯის მიზნით, ბევრი შემთხვევა ყოფილა, როდესაც წამიყვანია ბავშვი ექიმთან, აფთიაქში მივსულვარ, სუპერმარკეტში, მიყიდია ნივთები და ვერ ვიხდიდი… ეს იყო ხშირად. მერე რომ გავაცნობიერე, რომ ამას აკეთებდა ჩემი მანიპულაციის მიზნით… შემდეგ ვცდილობდი მესესხა ფული მეგობრებისგან, მშობლებისგან… მეუბნებოდა, ჩემი ვალი გაქვსო, მაგალითად ბავშვის საჭმლის ფული. ეს იყო მუდმივი სტრესი ჩემთვის”– ამბობს დოროყაშვილი.