„ჩუქება იყო ის, რასაც თქვენი პარტიის ხელმძღვანელები აკეთებდნენ. თქვენი პარტიის ხელმძღვანელები რასაც აკეთებდნენ, თურმე ის უნდა გაეკეთებინათ და შემდეგ არ ამოიღებდით ალბათ ხმას, რადგან ისინი საკუთრებაში გადასცემდნენ. ამ შემთხვევაში მოვლა-პატრონობა რომ წერია, ის არ გახსოვთ, ჩუქება კი არა, იჯარა რომ წერია, ისიც არ გახსოვთ. მიმდებარე ტერიტორია რომ არის, სადაც რამდენიმე ხეა, მაგრამ ამასაც შეიძლება დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდეს იჯარასთან და მოვლა-პატრონობასთან შედარებით, ესეც არ გახსოვთ. ხალხს ნუ ატყუებთ და ნუ ცდილობთ მოუყვეთ ის, რაც მართალი არ არის. ჯერ უთხარით საზოგადოებას რომ იჯარაზე და მოვლა–პატრონობაზეა საუბარი და შემდეგ საზოგადოება გადაწყვეტს, გაბრაზდეს თუ მიიჩნიოს კანონიერად”

ამბობს მამუკა მდინარაძე ბაკურიანის ტყეზე, რომელიც პრემიერმინისტრის ცოლს, ნუნუ თამაზაშვილს იჯარით გადაცეა. ცნობისთვის, ნუნუ თამაზაშვილს ბაკურიანში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 5 958 კვ.მ ტყე 49 წლით გადაეცა. მას უფლება აქვს, რომ ტერიტორია გამოიყენოს საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით.