ცა უფრო დაცული იქნება! – კიევმა საჰაერო თავდაცვის ახალი სისტემები მიიღო

რუსი დამპყრობლების თავდასხმებისგან დასაცავად კიევმა, ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემები მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ ტელეარხ “კიევის” ეთერში განაცხადა.

“ჯარმა დამარწმუნა, რომ დედაქალაქში შემოვიდა საჰაერო თავდაცვის ახალი სისტემები. ცა უფრო დაცული იქნება. ვიმედოვნებთ, რომ აღარ იქნება თავდასხმები და პროვოკაციები კამიკაძე დრონებით”, – განაცხადა კიევის მერმა.