ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიც ცერცვაძე ამბობს, რომ სამხრეთ ამერიკული ჩემპიონატ “კომა ამერიკისთვის” 50 ათასი დოზა სინოფარმის ვაქცინა შეიძინეს.
მისივე მტკიცებით, “ბარსელონას” ფეხბურთელი ლიონელ მესი სინოფარმის ვაქცინით აიცრება.
“ამერიკაში ტარდება სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი ფეხბურთში. მათ ჰყავთ თავიანთი ფედერაცია, როგორც ევროპაში UEFA. მათ გადაწყვიტეს, რომ შეჯიბრებაზე დაუშვან მხოლოდ ის ნაკრებები, რომლებიც იქნება ვაქცინირებული მომსახურე პერსონალის ჩათვლით. მათ შეიძინეს 50 ათასი დოზა რომელი ვაქცინა, რას ფიქრობთ? – სინოფარმი. მათ თავისუფლად შეეძლოთ, შეეძინათ ნებისმიერი ვაქცინა, მათ შეიძინეს სინოფარმი.
მათ შორის, მსოფლიოში დღეს ლამის ყველაზე პოპულარული სპორტსმენი ლეო მესი ოფიციალურად იცრება სინოფარმის ვაქცინით. მას პერსონალურად ბარსელონაში თვითმფრინავით ჩაუტანეს სინოფარმის ვაქცინა. როგორ ფიქრობთ, მესის არ მიუწვდება ხელი ნებისმეირ სხვა ვაქცინაზე? მაგრამ, მან გადაწყვიტა, რომ აიცრას სინოფარმით”,– თქვა ცერცვაძემ ტვ “იმედის ეთერში”.
მისივე განცხადებით, საქართველოში სინოფარმით ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს, მიუხედავად იმისა, მას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიანიჭებს ავტორიზაციას თუ არა.
ჯერჯერობით მესის და არგენტინის ნაკრებს ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ, თუმცა უცხოური მედიასაშაულებების ცნობით, მესი არა “სინოფარმით”, არამედ “სინოვაკით” აიცრება.