ცესკომ 21 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური დანიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურები დანიშნა. ის 21 ნოემბერს გაიმართება.

“დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თავის სხდომაზე დანიშნა მეორე ტურები და ის გაიმართება კანონით დადგენილ ვადაში, ამ წლის 21 ნოემბერს”, — განაცხადა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაძემ.

ცესკომ დღეს ოპოზიციური პარტიების საჩივრები განიხილა, თუმცა არცერთი არ დააკმაყოფილა.

ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად თვლის და მეორე ტურებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. ისინი ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.