ცესკოსთან საბჭოთა კავშირის ამსახველი პოსტერები გააკრეს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლებმა აქცია პერფორმანსი გამართეს. მათ რკინის ჯებირზე საბჭოთა კავშირის ამსახველი პოსტერები გააკრეს და საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს. იქ იმყოფებოდა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ჩხარტიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ ქართული ოცნების მმართველობა “საბჭოთა კავშირის ანალოგია”.

“ეს პოსტერები ასახავს იმას, რომ ასეთი არჩევნები არსებობდა საბჭოთა კავშირში და არსებობს ჩრდილოეთ კორეაში დღეს. მაგრამ ეს ყოველივე შორს არის ადამიანის მთავარი უფლებისგან გააკეთოს არჩევანი, ეს უფლება უმთავრესია. აქედან გამომდინარე, იმედი მაქვს, რომ ეს დღევანდელი ექსკურსია წარსულში იქნება გამონაკლისი, მოკლევადიანი და მივაღწევთ იმას, რომ ვიცხოვროთ დემოკრატიულ სახელმწიფოში”, — განაცხადა ჩხარტიშვილმა.