ცესკო დამოუკიდებელი ორგანოა, ისეთ ოქმებს აუქმებს, რომელიც ოცნებას აწყობდა – მდინარაძე

ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ 1 პარტია პარლამენტში არ არის კარგი. ის იმედოვნებს, რომ ოპოზიცია “გონს მოეგება” და “სპეკულაციური მიდგომებით გადაწყვეტილებას არ მიიღებს”.

მისი თქმით, რაღაც საჩივარი შეიძლება იყოს არგუმენტირებული, ამიტომ ცესკოს მოუწოდებს, დეტალურად შეისწავლოს.

“პირველ რიგში ეს არის ჩვენი ინტერესი. ჩვენზე მეტად დაინტერესებული არ მგონია ვინმე იყოს, რომ დეტალურად გაირკვეს, რომელიმე უბანზე თუ რაღაც პრობლემა და რეალური ხარვეზია, იმის გამოსწორება. არავის არ ჰგონია განზრახვა სხვაგვარი მანიპულაციის”,– თქვა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ახლა მმართველი პარტია მართალია საკუთარი ამომრჩევლის წინაშე.

“ცესკო ნამდვილად დამოუკიდებელი ორგანოა, რომელიც საჩივრების მიუხედავად, აგერ, ისეთ ოქმებს აუქმებს, რომელიც მმართველ პარტიას აწყობდა. ამასობაში, ათეულობით ოქმია, სადაც მმართველი პარტიის საზიანოდ არის მონაცემები შეტანილი და ამის ახსნა ბუნებაში არ არსებობს, მათ ლოგიკას რომ გავყვეთ”,– თქვა ქართული ოცნების ერთ–ერთმა ლიდერმა.

ცნობისთვის, ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.