ციხეში შესახლება მოხდა ძალის გამოყენებით, შიმშილობას აგრძელებს, უარს აცხადებს სამედიცინო ჩარევაზე – ომბუდსმენის წარმომადგენელი

“ციხეში შესახლება მოხდა ძალის გამოყენებით, შიმშილობას აგრძელებს, უარს აცხადებს სამედიცინო ჩარევაზე “- ამის შეასხებ, ომბუდსმენის წარმომადგენელმა, მიხეილ ღოღაძემ განაცხადა. მისი თქმით, მოშიმშილე ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ახლა, გლდანის ციხეში, პალატაში იმყოფება და სხვა პატიმრებისგან იზოლირებულია

“დიახ, დაწესებულების მხრიდან ისმის პატიმრების ხმა… მიხეილ სააკაშვილი აპროტესტებს N18 დაწესებულებაში გადმოსვლას, შიმშილობას აგრძელებს, სურს საერთო პროფილის კლინიკაში გადასვლა და უარს აცხადებს სამედიცინო ჩარევაზე. მას არ უნდოდა გადმოსვლა, ის გადმოიყვანეს მანქანიდან, გადმოყვანა და ციხეში შესახლება მოხდა ძალის გამოყენებით, მოკიდეს ხელი და აიყვანეს საკანში… ფიზიკური დაზიანებები მე ვერ შევნიშნე” – ამბობს ღოღაძე.