ციხის ტერიტორიიდან კრიმინალურმა პოლიციამ ნიკა გვარამია ძალის გამოყენებით გაიყვანა 

კრიმინალურმა პოლიციამ, გლდანის N18 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიიდან ნიკა გვარამია ძალის გამოყენებით გაიყვანა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის  ადვოკატი ნიკა გვარამია, სააკაშვილის ნახვას ითხოვს, რადგან ეჭვი აქვს რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

”მოვედი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის სანახავად. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად და იმის გასარკვევად, რა ვითარებაში იქნა იგი გატაცებული, რა ვითარებაში იქნა იგი გადმოყვანილი, რა ვითარებაშია იგი ახლა და ძალადობის ფაქტები, რომელზეც ისაუბრა იუსტიციის სამინისტრომ, ჩვენ საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ სწორედ სააკაშვილზე მოხდა ძალადობა და არა პირიქით. ამიტომ იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს ხელისუფლებას, ჯანდაცვის სამინისტროს, ყველას და პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილს ვეუბნები არ დაარღვიოთ კანონი და კონსტიტუცია და ახლავე შემიშვით ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან” – ამბობს ნიკა გვარამია.