ცნობილი ანტივაქსერი კორონავირუსით გარდაიცვალა

ცნობილი ანტივაქსერი, ლესლი ლორენსონი კორონავირუსით გარდაიცვალა.  58 წლის მამაკაცმა გარდაცვალებამდე  რამდენიმე დღით ადრე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობდა რომ მისი იმუნური სისტემა იმდენად ძლიერი იყო რომ ვაქცინას არ საჭიროებდა და არც ვირუსის ეშინოდა. გარდაცვლილი მამაკაცის მეუღლე და შვილები საზოგადოებას აცრისკენ მოუწოდებენ.

“ჩვეულებრივი გაციებაა, მირჩევნია ასე გამოვიმუშავო ანტისხეულები ვიდრე ავიცრა. მე არ ვაპირებ საავადმყოფოში წასვლას”, – ამბობდა ვიდეომიმართვაში ლესლი ლორენსონი.

ცნობისთვის, მხოლოდ დღეს საქართველოში კორონავირუსით 54 ადამიანი გარდაიცვალა.