“ცოლოურებთან ფრთხილად უნდა იყოს კაცი“ – ნათელაშვილი ვაშაძეს ურჩევს, ჩხარტიშვილის “კაპრიზებს არ გადაყვეს”

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ეხმიანება გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ რომელმაც თქვა, რომ ოპოზიციამ პარლამენტიდან გასვლის განცხადებების გაკეთება არ უნდა იჩქაროს.

ნათელაშვილის აზრით, ვაშაძეს ვანო ჩხარტიშვილი მართავს, ამიტომ მას ურჩევს, არ “გადაყვეს” მის “კაპრიზებს”.

“უნდა შეიგრძნოს გიორგიმ, რომ დაღუპავს ის ჩხარტიშვილი. ბოლოს და ბოლოს ცოლოურებთან ისედაც ფრთხილად უნდა იყოს კაცი და ახლა ნუ გადაყვება ჩხარტიშვილის კაპრიზებს და მილიონების შოვნის გემოს. მე ვურჩევდი, ნუ დაიღუპავს თავს, ერთი დღით ხომ არ ცხოვრობს ადამიანი. დრო გადის, პოლიტიკაში ისეთი რამეები ხდება, რომ ოჯახის წევრები არ ინდობენ ერთმანეთს. არ გახსოვთ, რამდენი მეუღლეები გაცილდნენ, ერთი ზვიადისტი იყო და მეორე მხედრიონის მომხრე?! რაზე უნდა გადაყვეს ვაშაძე ჩხარტიშვილის ბანდიტურ დავალებებს. მე ვურჩევდი, კრიტიკულად მიუდგეს ამ საკითხებს”,– უთხრა ნათელაშვილმა TV პირველს.