„ცოტა ვერ გავიგე, მე ვარ კრიმინალი?! თუ ვინ ვარ? საკუთარ განცხადებებში თავისუფლები ვართ. თუ კრიტიკა მოდის ევროპარლამენტიდან და პარტნიორებიდან, რომლებიც რეალურად ზრუნავენ საქართველოს მომავალზე, ქართველ ხალხზე და რეფორმებზე, ჩემი რჩევა იქნება, რომ მიიღოთ ჩემი რჩევა სერიოზულად. ევროპარლამენტარებს გვაქვს უფლება, რომ გამოვხატოთ ჩვენი მოსაზრება, შთაბეჭდილება. ჩემი რჩევა იქნება, რომ უსმინოთ მეგობრებს და მეგობრულ კრიტიკას ასევე სერიოზულად. საქართველო ძალიან რთულ პერიოდშია – ომი უკრაინაში, ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი, ევროკომისიის დასკვნა ახლოვდება, ეს ყველაფერი ძალიან კრიტიკული ასპექტებია. ჩემი რჩევა მიემართება ყველა ქართველ პოლიტიკოსს, რომ იყვნენ ერთად, დადგნენ პარტიულ ინტერესებზე მაღლა, ეროვნული ინტერესები დააყენონ პირველ ადგილას. დაივიწყეთ პოლარიზაცია, თქვენ მუშაობთ მომავალზე. თქვენი ქვეყნის მომავალი დამოკიდებულია იმაზე, მიიღებთ თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს“

ამის შესახებ, ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა TV პირველის ეთერში განაცხადა.