“რამდენიმე სასულიერო პირისგან შევიტყვე, რომ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ სინოდის კრებაზე პატრიარქმა საყდრის დატოვების სურვილი გამოთქვა. როგორც მოსალოდნელი იყო, სინოდის წევრების აბსოლუტური უმრავლესობა ამ “სურვილის” წინააღმდეგ წავიდა. მე პატრიარქზე არაფერს ვიტყვი, მაგრამ სინოდის წევრების დიდი ნაწილი გულწრფელად წავიდა მოსალოდნელი ცვლილებების წინააღმდეგ, მათ ნამდვილად არ აწყობთ ახალგაზრდა პატრიარქი, რომელმაც შეიძლება მათი სამღვდელმთავრო, მორალური და ფინანსური საქმიანობა გარკვეულ კონტროლსა და შეზღუდვებს დაუქვემდებაროს. ამ სასულიერო პირებმა ისიც მაცნობეს, რომ მოსაყდრე შიოს მომხრეებიც ვერ გრძნობენ თავს მშვიდად, დარწმუნებილნი არ არიან, რომ სინოდის წევრების საკმარისი რაოდენობა ნებაყოფლობით დაუჭერს მხარს მოსაყდრის გაპატრიარქებას. ამიტომ ისინი პატრიარქის “ავტორიტეტის” ან წმინდა გიორგის “გამოცხადების” გამოყენებით, რეალურად სინოდის გვერდის ავლით შეეცდებიან მიზნის მიღწევას. თუ ეს მართლაც ასე მოხდა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია განხეთქილებას ვერ აცდება. მე არც წინასწარმეტყველი ვარ და არც ჩვენი ეკლესიის მტერი და ავისმოსურნე, უბრალოდ ადექვატური წარმოდგენა მაქვს ჩვენს ეპისკოპოსებსა და საეკლესიო მდგომაეობაზე.”

ამის შესახებ თეოლოგი გოჩა ბარნოვი სოციალურ ქსელში წერს.