ცუდი “შეთქმულების” სუნი დატრიალდა ჰაერში, არ მომწონს რაღაც – გოგაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ჰაერში ცუდი “შეთქმულების” სუნი ტრიალებს.

“ცუდი“შეთქმულების” სუნი დატრიალდა ჰაერში. არ მომწონს რაღაც. ღმერთმა არ ქნას, რომ გამართლდეს ჩემი ვარაუდი. სჯობს ვცდებოდე. დანარჩენზე ხვალიდან…”,- წერს გოგაშვილი.

დღეს საქართველოში საპარალამენტო არჩევნები ტარდება.