ძალადობრივი ჯგუფები მოძრაობა ”საქართველოსთვის” წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა, ამჯერად ძალადობრივი და რადიკალური ჯგუფები, მოძრაობა “საქართველოსთვის” წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.  სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მუმლაძე  აცხადებს, რომ თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც ის მედიასთან კომენტარს აკეთებდა.

“დარბეული კარვებიდან ჩვენი ნივთების წაღება გვინდოდა რა დროსაც მოვიდა რამდენიმე ადამიანი, დაიწყეს რაღაცები, “პიდარასტებს” რატომ იცავთო, წამოვიდნენ და ხელითაც შეგვეხნენ. მოვარდა პოლიცია და ოთხიდან 2 ადამიანი წაიყვანა” – ამბობს გიორგი მუმლაძე.