“ძალიან გთხოვთ, არ წახვიდეთ სოლარიუმში და ძალით ნუ დაიმართებთ კიბოს”- ქალი რომელმაც სიმსივნე დაამარცხა

“ნუ გაიმეტებთ საკუთარ თავს სიკვდილისთვის . ძალიან გთხოვთ არ წახვიდეთ სოლარიუმში და ძალით ნუ დაიმართებთ კიბოს .მელანომა ერთ-ერთი ყველაზე უმართავი დიაგნოზია.” – ამის შესახებ,  აგოსტინო ჯემელის სახელობის კვლევითი ინსტიტუტის პაციენტებთან ურთიეთობების და კომუნიკაციების დეპარამენტის ხელმძღვანელი და საერთაშორისო ორგანიზაცია ძუძუს კიბოსთან ბრძოლაში “ევროპა დონა საქათველოს” მმათველი ბორტის წევრი  მარიამ სირბილაძე სოციალურ ქსელში წერს. მარიამ სირბილაძე,  გოგონა, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა საზოგადოებას მოუწოდებს რომ სოლარიუმებს მოერიდონ. მან სოციალურ ქსელში ერთ-ერთი პაციენტის ისტორია გამოაქვეყნა,  რომელსაც, სოლარიუმში აქტიური საირულის გამო მელანომას დიაგნოზი დაუსვეს

“ამასწინათ ერთ-ერთ ჯგუფში დავწერე კომენტარი სოლარიუმთან დაკავშირებით . ათი დღის წინ, ულამაზესი 17 წლის პაციენტი მოვიდა კლინიკაში . მელანომას დიაგნოზით, უმძიმესი ფორმით და დამპალ-გადაგვარებული ხალებით .დღეს გავიგე , რომ ვერ შველიან და 17 წლის გოგო უმძიმესი განაჩენით ელოდება სიკვდილს . კი , სიკვდილს . ზამთარ-ზაფხულ სოლარიუმში ირუჯებოდა .არ ქნათ , არ ქნათ ხალხო ! ნუ გაიმეტებთ საკუთარ თავს სიკვდილისთვის . ძალიან გთხოვთ არ წახვიდეთ სოლარიუმში და ძალით ნუ დაიმართებთ კიბოს .მელანომა ერთ-ერთი ყველაზე უმართავი დიაგნოზია . მართლა .მინდა არავის , არასდროს არ გქონდეთ შეხება კიბოსთან . ჩემს დაუძინებელ მტრებს არ ვუსურვებ მაგას. ვისაც ყველაზე მეტად ვძულვარ , მათაც ვერასდროს ვერ ვუსურვებ გაეგოთ რას ნიშნავს კიბოსთან ბრძოლა .მე გამოვცადე , ვიცი , სიკვდილს შევეხე და ძალით ამას ნუ იზამთ .”- წერს მარიამ სირბილაძე სოციალურ ქსელში.

“სოლარიუმის სწორი მოხმარების წესი არ არსებობს და ნათურები ვერასოდეს შეცვლიან ჟანგბადით გაჯერებულ ბუნებრივ ულტრაიისფერ სხივებს .არ არსებობს სამედიცინო პროტოკოლი , რომელიც სოლარიუმით ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ითვალისწინებს . სამაგიეროდ ტომეულები არსებობს მისგან დაზიანებული შემთხვევებით და უსაზევრო ინფორმაცია, თუ რატომ არ უნდა გამოვიყენოთ .”- აცხადებს მარიამ სირბილაძე.

ცნობისთვის, მელანომა (შავი სიმსივნე), სიმსივნეთაგან ყველაზე აგრესიული და ყველაზე საშიშია. მელანომას „სიმსივნეების დედოფალსაც“ უწოდებენ და მისი მთავარი მზაკვრობა იმაში მდგომარეობს, რომ მცირე ზომის, თითქმის უხილავ წარმონაქმნსაც შეუძლია სასიკვდილო მეტასტაზების განვრცობა.