ძალიან მადარდებს ელენე ხოშტარიას მდგომარეობა, მინდა, შიმშილობა შეწყვიტოს – წილოსანი

ძალიან მადარდებს ელენე ხოშტარიას მდგომარეობა, მინდა, შიმშილობა შეწყვიტოს – აცხადებს “ქართული ოცნების” დეპუტატი, ნინო წილოსანი, რომელმაც ელენე ხოშტარიას შიმშილობა თავდაპირველად  სახელმწიფოს დაშანტაჟებად შეაფასა დღეს ამბობს, რომ ადამიანურად, მასზე ნერვიულობს.

“ძალიან მადარდებს ელენე ხოშტარიას მდგომარეობა და ძალიან მინდა, რომ მის ჯანმრთელობას არ შეექმნას არანაირი საქმე. მიუხედავად იმისა ჩვენ რა პოლიტიკური პოზიციები გვაქვს და რა მოსაზრებები გვაქვს ერთმანეთის ნაბიჯებთან დაკავშირებით, არ შეიძლება იყოს რაიმე სხვაობა, განსხვავება ადამიანურ დამოკიდებულებებში და ადამიანურად მე ძალიან ვნერვიულობ მასზე და მინდა რომ მან შეწყვიტოს შიმშილობა”, – თქვა ნინო წილოსანმა.