ძალიან რთული და მძიმე შეხვედრა იყო, ხვალ გაგრძელდება – ბოკერია

ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა. ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, რთული და მძიმე შეხვედრა იყო და ის ხვალ გაგრძელდება.

გრძელი, ძალიან რთული და მძიმე შეხვედრა იყო. ეს არის, რაც შემიძლია ვთქვა. ხვალ გაგრძელდება შეხვედრები. არანაირ შედეგზე არ შეიძლება ლაპარაკი ამ ეტაპზე. ჩვენი ამოცანა რჩება ის რაც ისედაც ცნობილია – ჩვენ გვინდა მოლაპარაკება. თავისთავად ის, რომ გუშინდელი განცხადების შემდეგ დღეს შედგა შეხვედრა და ის რომ პრეზიდენტ მიშელის პოლიტიკური ინვესტიცია ამ პროცესში არის დიდი ეს არის კარგი. ის რომ მისი მედიატორი აქ არის და მუშაობს, მნიშვნელოვანია და მადლიერი ვართ მისი”,– თქვა ბოკერიამ შეხვედრის შემდეგ.