ძლიერი ქარის გამო სოფელ წოლაში ცეცხლის ახალი კერები გაჩნდა

იიმუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, გასულ საღამოს ხანძრის კერების ლოკალიზება მოხდა. ადგილზე არსებული ძლიერი ქარის გამო დღეს გამთენიისას ახალი კერები გაჩნდა სოფელ წოლაშიც. ადგილზე მობილიზებულია ორმოცდახუთი მეხანძრე-მაშველი, ხანძრის გავრცელების არეალი დაახლოებით ორმოცი ჰექტარია.