ძლიერი ქარი, თოვლი და შტორმი – ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

შტორმი ძლიერი ქარი, თოვლი – 13-დან 17 იანვრამდე საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 17 იანვრამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება.