ძმათა შორის ბრძოლაში, მტრის გარდა, გამარჯვებული არ არსებობს – სალომე ზურაბიშვილი

,,განვლილმა წლებმა ნათლად დაგვანახა, რომ  მტრის გარდა, ძმათა შორის ბრძოლაში გამარჯვებული არ არსებობს და წარმატება მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით მიიღწევა.

როგორც აფხაზებმა ასევე,  საქართველოს ყველა დანარჩენმა მოქალაქემ უნდა გავითავისოთ,  რომ მხოლოდ ერთად და ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ წარსული ჭრილობების მოშუშებასა და  ჩვენი მომავალი თაობების ნათელი ხვალინდელი დღისათვის საფუძვლის ჩაყრას”,- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით.

დღესვე პრეზიდენტის მრჩევლებმა კონფლიქტებისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.