ძმები წულუკიძეები და კიდევ 5 პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბათუმელი სპორტსმენები, ძმები ფირუზ და რეზო წულუკიძეები და მათთან ერთად დაკავებული 5 ადამიანი პატიმრობაში დატოვა.

ადვოკატები დაკავებულების 5000 – 5000 ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

სპორტსმენები სოფელ გუმათში, რიონის ხეობის მცველების აქციაზე დააკავეს. დაკავებულების თქმით, მათ პროვოკაცია მოუწყვეს და პოლიტიკური ნიშნით დააკავეს.

მათ ბრალი ედებათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობაში, რაც 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.