“წადი თურქეთში, შენ არავინ ხარ” – ქართველმა მესაზღვრემ უცხოელი ქვეყანაში არ შემოუშვა

დღეს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოში ჩამოსულ თურქ ქალს შეურაცხყოფა მიაყენა და ქვეყანაში არ შემოუშვა. მათ შორის ამსახველი ვიდეო ალექსანდრე გიორგაძემ გაავრცელა.

ვიდეოში ქალი მესაზღვრეს უხსნის, რომ ყველა საბუთი წესრიგში აქვს, თუმცა, მიუხედავად ამისა, მესაზღვრე მას მოუწოდებს, რომ “თურქეთში დაბრუნდეს”.

“ეს ჩემი ქვეყანაა, მე ვიცამ ჩემს ქვეყანას. წადი სტამბოლში და დარჩი იქ სამუდამოდ, შენ არავინ ხარ”, “მოვა ავიაკომპანია და წაგიყვანს უკან, გაიგე?” – ეუბნება მესაზღვრე ქალს.

ალექსანდრე გიორგაძის ცნობით, მან ქალს მეძავიც უწოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო. მათი განმარტებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქვეყანაში შემოსვლაზე უარი კანონის შესაბამისად ეთქვა.

„რაც შეეხება აღნიშნულ მოქალაქეს, მას საქართველოში შემოსვლაზე უარი “უცხოელთა და მოქალეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, “ი” ქვეპუნქტის საფუძველზე ეთქვა“, – აცხადებენ უწყებაში.