წალენჯიხაში ერთმანეთს მოტოციკლი და ავტომობილი შეეჯახა – დაიღუპა 1 ადამიანი

წალენჯიხაში ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.