წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭო ნინოწმინდის პანსიონზე ხელისუფლებას მიმართავს

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭო (IRCT) ნინოწმინდის პანსიონზე განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ხელისუფლებას, საერთაშორისო სტანდარტების სრული გათვალისწინებით გამოიძიონ ნინოწმინდის ბავშვთა სახლში გამოვლენილი ძალადობის შემთხვევები. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შოკირებულები არიან გავრცელებული ინფორმაციით წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ.

“IRCT მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად გამოიძიონ ძალადობის ფაქტები წამების გამოძიების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რომელიც სტამბულის პროტოკოლშია ასახული. პასუხისგებაში უნდა მიეცეს ყველა დამნაშავე და სახელმწიფოს უნდა უზრუნველყოს ყველა ბავშვის რეაბილიტაცია, რომლებიც ამ დაწესებულებაში პირდაპირი ან არაპირდაპირი ძალადობის მსხვერპლი იყვნენ”, – ნათქვამია განცხადეაბში.

საერთაშორისო სამოქალაქო ორგანიზაცია (IRCT), უკვე ათწლეულებია არაადამინური მოპყრობისა და წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საკითხებზე მუშაობს.