წამოვიდეს უგულავა, გავაჩეროთ ხალხი, რას ეტყვიან მას და რას მეტყვიან მე – ელისაშვილი

პარტია მოქალაქეების წევრი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ მზადაა, გიგი უგულავასთან ერთად ქუჩებში იაროს და შეამოწმონ, რას ეტყვის მათ ხალხი. ამით ელისაშვილი უგულავას განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ ნებისმიერს ჰკითხონ ქუჩაში, თვლის თუ არა ელისაშვილს ოპოზიციად.

“ნებისმიერს კითხეთ, რა კაცია გიგი უგულავა. 50 მილიონის მომპარავი ბიუჯეტის ქურდი, რომელმაც იკოტრიალა, დაირბილა გვერდები 3 წელი და შერჩა 50 მილიონი. ცესკოსთან მე ვიდექი და წყლის ჭავლს ვუშვერდი თავს, გიგი უგულავა იდგა იქით, ყავას წრუპავდა და გვადევნებდა თვალს.

წამოვიდეს ერთი, გამომყვეს უგულავა და ერთად გავაჩეროთ ხალხი, რას ეტყვიან მას და რას მეტყვიან მე. ნებისმიერ დროს, ნებისმიერ უბანში მზად ვარ უგულავასთან ერთად ვიარო. ჯერ რა მაგარია, ორჯერ ქალაქის მერი იყავი და წახვალ, ზუგდიდში იყრი კენჭს. კისერიც უტეხია, ჯანდაბამდეც გზა ჰქონია უგულავას”,– განაცხადა ელისაშვილმა პალიტრანიუსის ეთერში.